საქართველოს საზღვრიდან 26 კილომეტრში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

16:49, 20.07.2025

ინგუშეთში, საქართველოს საზღვრიდან 26 კილომეტრში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 16:20 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 4.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

მსგავსი