საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები შარშან 3,666 მილიონ სტუმარს მოემსახურნენ
საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები შარშან 3,666 მილიონ სტუმარს მოემსახურნენ

2018 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 3,666 მილიონ სტუმარს მოემსახურნენ, რაც 8.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, სტუმართა 71.3 პროცენტი უცხოელები იყვნენ, მათგან 19.7 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები (29,4 პროცენტით მეტი 2017 წელთან შედარებით). ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უმეტესობას გერმანიისა (23.2 პროცენტი) და პოლონეთის (19.5 პროცენტი) მოქალაქეები შეადგენდნენ. სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უდიდესი წილი კი, თურქეთისა (20.9 პროცენტი) და ისრაელის (18.8 პროცენტი) მოქალაქეებს ეკავათ.

ამასთანავე, ტურისტები სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად რეკრეაციისა და დასვენების მიზნით სტუმრობდნენ – 77.7 პროცენტი.

სტატისტიკის მიხედვით, ამ მიზნით ჩამოსული სტუმრების უმეტესობას რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის მოქალაქე წარმოადგენდა – შესაბამისად, 20.7 და 11.2 პროცენტი.