საქართველოს საპატრიარქოს ასურეთის აღმოსავლური ეკლესიის დელეგაცია ესტუმრა
საქართველოს საპატრიარქოს ასურეთის აღმოსავლური ეკლესიის დელეგაცია ესტუმრა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ასურეთის აღმოსავლური ეკლესიის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი და სინოდის მდივანი – ეპისკოპოსი მარ აბა რუბელი, ასევე ირანის ეპისკოპოსი – მარ ნარსაი ბენიამენი და მათი თანმხლები პირები მიიღეს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.