საქართველოს საპატრიარქო - უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ვიმედოვნებთ, რომ მხარეები შეეცდებიან, მოძებნონ გზები პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებისა, რისთვისაც ჩვენც ვლოცულობთ
საქართველოს საპატრიარქო - უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ვიმედოვნებთ, რომ მხარეები შეეცდებიან, მოძებნონ გზები პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებისა, რისთვისაც ჩვენც ვლოცულობთ

ამ ეტაპზე აუცილებელია წინასწარი შეფასებებისგან თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მათგანის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც საპატრიარქო უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებულ საკითხს ეხმაურება.

„უკრაინაში არსებულ რთულ საეკლესიო ვითარებასთან დაკავშირებით მსოფლიო საპატრიარქოს მიერ წამოწყებულ ინიციატივას, როგორც ცნობილია, კონსტანტინეპოლისა და რუსეთის ეკლესიებს შორის ურთიერთობის გამწვავება მოჰყვა.

მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია წინასწარი შეფასებებისგან თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მათგანის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია.

საერთოდ, ეს თემა არის მეტად სათუთი და, პირველ რიგში, ამ ორ საპატრიარქოს შორის განსახილველი და გადასაწყვეტი.

რა თქმა უნდა, ორივე მათგანი გრძნობს პასუხისმგებლობას მილიონობით მართლმორწმუნეთა წინაშე, უფრთხილდება მართლმადიდებელ ეკლესიათა ერთობას და ვიმედოვნებთ, ყოველმხრივ შეეცდებიან, მოძებნონ გზები პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებისა, რისთვისაც ჩვენც ვლოცულობთ“,- აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.