საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციის შესასვლელში განთავსებულ პორტრეტებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციის შესასვლელში განთავსებულ პორტრეტებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციის შესასვლელში განთავსებულ პორტრეტებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, საპატრიარქო რეზიდენციის ერთ-ერთ შესასვლელ ოთახში კედელზე კიდია ორი პირველიერარქის ფერწერული პორტრეტი, რადგან მათ სახელს უკავშირდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ცნობა.

„ესენია: რუსეთის ეკლესიის მეთაური ალექსი I, – მან 1943 წელს აღიარა 1917 წელს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის ფაქტი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი დიმიტრიოსი, რომელმაც 1990 წელს საპატრიარქო სიგელებით დაადასტურა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა უძველესი დროიდან.

ასე რომ, ნებისმიერი პიროვნება კადრში შეიძლება მოხვდეს როგორც ერთ, ისე მეორე პიროვნების პორტრეტთან.

დღეს კათოლიკოს-პატრიარქისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ფოტოზე, უკანა პლანზე,  ჩანს პატრიარქ ალექსი I-ის სურათი, რაც ზოგიერთებისთვის ქილიკის მიზეზი გახდა.

სამწუხაროდ, ბოლო დროს ეკლესიის მიმართ უსაფუძვლო, ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი ქმედებები არის გახშირებული და ცალკეული პიროვნებების დღევანდელი კომენტარებიც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა“, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ  კადრში ჩანს ორივე პატრიარქის ფერწერული ტილო.

საპატრიარქო აღნიშნული ოთახისა და მის კედელზე განთავსებული პორტრეტების ფოტოებსაც აქვეყნებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს შეხვდა.