საქართველოს საპატრიარქო - ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისადმი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წერილი გაუგებრობას ბადებს
საქართველოს საპატრიარქო - ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისადმი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წერილი გაუგებრობას ბადებს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მილოცვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისადმი, ე.წ. არჩევნებში მის გამარჯვებასთან დაკავშირებით.

საპატრიარქოს ცნობით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის აღნიშნული წერილი ბადებს გაუგებრობას.

„მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის აღნიშნული წერილი ბადებს გაუგებრობას, რადგან – ა. რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ბ. საქართველოს ეკლესია, საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო საზოგადოებაც ცნობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ადმინისტრაციებს მიიჩნევს საოკუპაციო რეჟიმად.

სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გამყარების ყოველი მცდელობა უმნიშვნელოვანესია, იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე და ართულებს ვითარებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი