საქართველოს საპატრიარქო 17 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით განრიგს აქვეყნებს
საქართველოს საპატრიარქო 17 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით განრიგს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით განრიგს აქვეყნებს.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული,10:00 საათიდან დაიწყება საზეიმო წირვა ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში. 11:30 საათიდან მოხდება გვარების შეკრება ფილარმონიასთან.

მათივე ინფორმაციით, 12:00 საათიდან დაიწყება აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა ვარდების მოედნიდან. 12:00 საათზე პარალელურად, წირვის დასრულების შემდეგ ქაშუეთთან დაილოცება მრავალშვილიანი  ოჯახები.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, 13:00 საათზე ქაშვეთიდან შეკრებილი მრევლი შეურთდება ვარდების მოედნიდან მსვლელობის მონაწილეებს და ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც დაახლოებით 14:00 საათზე მისი უწმინდესობა დახვდება მათ, გადაიხდიან სამადლობელი პარაკლისი და კიდევ ერთხელ დაილოცება ერი.