საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ურბანული პოლიტიკის შესახებ პარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ ქალაქ ბრიუსელში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირში ურბანული პოლიტიკის შესახებ პარლამენტთაშორის კონფერენციაში, რომელიც ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ინიციატივით გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის წევრები, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში განიხილეს ურბანული განვითრების საკითხები: დაფინანსება, მნიშვნელოვან ურბანულ პროექტებში მოქალაქეების ჩართულობა, კლიმატის ცვლილებასთან ურბანული გარემოს ადაპტაცია და ურბანული მობილურობის საკითხები.