საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუქარესტში მედეგობის ევროატლანტიკურ ცენტრს ეწვია
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუქარესტში მედეგობის ევროატლანტიკურ ცენტრს ეწვია

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ბუქარესტში მედეგობის ევროატლანიკურ ცენტრს სტუმრობდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, საფრთხეები და გამოწვევები, მათ საპასუხოდ შავი ზღვის რეგიონში მედეგობის გაძლიერების მიზნით შემდგომი ნაბიჯები.

ქართული დელეგაცია ადგილზე გაეცნო ცენტრის ამოცანებს და საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მედეგობის ევროატლანტიკურ ცენტრს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ირაკლი ბერიამ ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოში მოიწვია.

ქართული მხრიდან, შეხვედრაში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი, რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ზურაბ ხუროშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი, ეკატერინე დუგლაძე მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.