სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „ბიბი მინუსიდან“ „ბიბიმდე“ გაზარდა.
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებულია 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის ზრდით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგიონში არსებული შოკების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით გაიზარდა, გაცვლითმა კურსმა შეინარჩუნა სტაბილურობა და ეროვნულმა ბანკმა შეძლო რეზერვების შევსება.
ამასთან, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად წარმოადგენს რეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს.