საქართველოს საკონსულო - ირანულმა მხარემ დაიწყო საზღვარზე შეჩერებული ტრანსპორტის გატარება, ნაწილმა გადაკვეთა საზღვარი და ნაწილის გამოშვება ეტაპობრივად მოხდება
საქართველოს საკონსულო - ირანულმა მხარემ დაიწყო საზღვარზე შეჩერებული ტრანსპორტის გატარება, ნაწილმა გადაკვეთა საზღვარი და ნაწილის გამოშვება ეტაპობრივად მოხდება

ირანულმა მხარემ დაიწყო საზღვარზე შეჩერებული ტრანსპორტის გატარება, ნაწილმა გადაკვეთა საზღვარი და ნაწილის გამოშვება ეტაპობრივად მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო დაწესებულებიდან აცნობეს.

„მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ ირანის საზღვარზე შეჩერებული სატვირთო მანქანების შესახებ ინფორმაცია, რომლებსაც მართავენ საქართველოს მოქალაქეები, ყოველდღიურ რეჟიმში ვართ ჩართული აღნიშნული საკითხის მოგვარებაში; გვაქვს კომუნიკაცია ირანის შესაბამის სამსახურებთან, ასევე თავად მძღოლებთან და გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელებთან.

ამ დროისთვის, ირანულმა მხარემ დაიწყო შეჩერებული ტრანსპორტის გატარება, მათმა ნაწილმა უკვე გადაკვეთა საზღვარი და დარჩენილი ნაწილის გამოშვება ეტაპობრივად მოხდება“, – აცხადებენ საკონსულო დაწესებულებაში.