საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაბალი რანგის მოსამსახურეთათვის ხელფასის გაზრდა იგეგმება

13:33, 02.10.2018

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაბალი რანგის მოსამსახურეთათვის ხელფასის გაზრდა იგეგმება.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, ვახტანგ გომელაურის უწყების დაფინანსება 109,075 მლნ ლარიდან – 134.0 მლნ ლარამდე იზრდება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაბალი რანგის მოსამსახურეთა ხელფასების 250 ლარით ზრდისთვის გათვალისწინებულია 6 მლნ ლარამდე. ასევე ამავე დაფინანსებაში თანხები გამოყოფილია გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის შექმნის ნაწილობრივ დასაფინანსებლად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან განსხვავებით, არსებული დაფინანსება უცვლელი რჩებათ – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს (55 მლნ 500 ათასი ლარი) და დაზვერვის სამსახურს (13 მლნ 500 ათასი ლარი).

მსგავსი