„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ - ელექტროენერგიის შეზღუდვა კავკასიონის ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვამ გამოიწვია, ელექტროენერგია აბონენტების უმრავლესობას უკვე მიეწოდება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის შეზღუდვა კავკასიონის ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვამ გამოიწვია.
როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, დაზიანების გამო ელექტროენერგია თბილისისა და რეგიონების ნაწილს არ მოეწოდებოდა.
მათივე ინფორმაციით, დაზიანება მალევე აღმოიფხვრა.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტების უმრავლესობას უკვე აღუდგა.
ამასთან, როგორც „ენგურჰესში“ განაცხადეს, კავკასიონის ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვამ ჰესზე აგრეგატების დროებით გათიშვაც გამოიწვია, თუმცა მათი მუშაობა მალევე განახლდა.