საქართველოს სახელით ქულებს ევროვიზიაზე თამარა გაჩეჩილაძე გამოაცხადებს
საქართველოს სახელით ქულებს ევროვიზიაზე თამარა გაჩეჩილაძე გამოაცხადებს

საქართველოს სახელით ქულებს ევროვიზიაზე თამარა გაჩეჩილაძე გამოაცხადებს.

მომღერალი ლისაბონს პირდაპირ ეთერში 12 მაისს ჩაერთვება და ქართველი ჟიურის მიერ დაწერილ ქულებს ევროპას გააცნობს.

თამარა გაჩეჩილაძე ევროვიზიის 2017 წლის მონაწილეა. ქვეყანა მომღერალმა კიევში სიმღერით Keep The Faith წარადგინა.

ევროვიზიის 63-ე კონკურსი პორტუგალიაში 8, 10 და 12 მაისს გაიმართება, სამ დღიან მუსიკალურ ზეიმში 43 ქვეყანა მონაწილეობს.

საქართველოს ევრო ფესტივალზე ჯგუფი „ირიაო“ წარადგენს სიმღერით „შენი გულისთვის“.