საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიაში სააღდგომო ღვთისმსახურება 23:00 საათზე დაიწყება
საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიაში სააღდგომო ღვთისმსახურება 23:00 საათზე დაიწყება

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია აღდგომის დღესასწაულს საზეიმო ღვთისმსახურებით შეხვდება.

სახარების რწმენის ეკლესიაში (ორმოცდაათიანელები) საზეიმო ღვთისმსახურება 23:00 საათზე დაიწყება. შესრულდება საგალობლები.  აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სახარების რწმენის ეკლესიაში საღვთო წერილიდან ეპიზოდებს წაიკითხავენ. იქადაგებს ეკლესიის ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი.