საქართველოს სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო'ფლაერტის შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო'ფლაერტის შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 22 იანვარს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა.

სახალხო დამცველის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ხარისხი, საპროტესტო აქციების დაშლისას სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებული არაპროპორციული ძალის, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე და ელენე ღუდუშაური, ასევე, ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დირექტორი ჯანკარლო კარდინალე და კომისრის მრჩევლები აგატა ნიებოი და როემერ ლემეტრი.