საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს გიორგი ცინცაძეც გამოაკლდა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს გიორგი ცინცაძეც გამოაკლდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებში, ტრავმების ეპიდემია გრძელდება. გერმანიასთან გასამართი უპრინციპულესი მატჩის წინ ეროვნულ გუნდს გიორგი ცინცაძეც გამოაკლდა.

ნაკრების გამთამაშებელმა გუშინ ავსტრიასთან ჩატარებული მატჩის დროს მუხლი დაიზიანა, რის გამოც მას მეორე მეოთხედის შემდეგ აღარ უთამაშია.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, გიორგის დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა და იგი საოპერაციოა. ეს დიაგნოზი გუნდის ექიმებმა მუხლის დიაგნოსტიკის შემდეგ დაუსვევს.

ილიას ზუროსმა, ცინცაძის ნაცვლად, ბექა წივწივაძეს უხმო ნაკრებში, რომელიც ავსტრიაში გამგზავრებამდე გაფართოებულ შემადგენლობაში ირიცხებოდა და რამდენიმე ვარჯიშიც ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრას, გერმანიის წინააღმდეგ, ხვალ სპორტის სასახლეში გამართავს.

პრინციპული თამაში 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი