საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა გერმანიასთან პირველი ტაიმი მოიგო – 41:40

23:26, 24.11.2017

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა გერმანიასთან მატჩის პირველ ტაიმში 12 3-ქულიანი ჩააგდო.

დანაკლისით მოთამაშე ეროვნულმა გუნდმა პირველ ნახევარში პერიმეტრიდან სროლებზე გააკეთა აქცენტი და მწვრთნელის დავალება კარგად შეასრულა.

შესანიშნავ ფორმაშია მაიკლ დიქსონი, რომელმაც 7-დან 4 სამიანი ჩააგდო და 14 ქულითა და 3 პასით ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესოა.

მსგავსი