საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფიბა-ს განახლებულ რეიტინგში მე-12 ადგილზეა #1TVSPORT

14:15, 24.11.2026

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული შესარჩევი ეტაპის ნოემბრის მატჩების წინ ნაკრებების ძალთა რეიტინგი (Power Rankings) განაახლა.

ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა წინა რეიტინგთან შედარებით ერთი პოზიციით უკან დაიხია და მე-12 ადგილზე გადაინაცვლა. რეიტინგის ლიდერი თურქეთია, მეორე ადგილს საფრანგეთი იკავებს, მესამეზე კი სერბეთია.

ფიბა-ს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის საუკეთესო ევროპელ კალათბურთელებს მოუყრის თავს და, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გამარჯვება ძალიან სჭირდება, ალექსანდარ ჯიკიჩსა და თორნიკე შენგელიას შესწევთ უნარი, მსგავს შეხვედრებში განსაკუთრებული შედეგი დააფიქსირონ და მსოფლიო სენსაციური გამარჯვებით გააოცონ.

საერთაშორისო ფედერაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას პორტუგალიასთან საშინაო შეხვედრასაც ანიჭებს, რომელშიც გამარჯვებამ, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატისკენ გზა გაუხსნას.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში საქართველოს ნაკრები ხუთი გამარჯვებითა და სამი მარცხით ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს.

ჩვენი გუნდი 26 ნოემბერს საბერძნეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება, 29 ნოემბერს კი თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს. ორივე მატჩს პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კატარში გაიმართება.

მსგავსი