მათე ხატიაშვილი „აიოვასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა #1TVSPORT
ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი მათე ხატიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს.
17 წლის ქართველის გუნდი, „ვერიტასის“ აკადემია იუტის შტატში მიმდინარე ტრადიციულ ტურნირში (Hoopfest) ჩაერთო და პირველ შეხვედრაში „აიოვა იუნაიტედი“ 80:50 დაამარცხა.
ხატიაშვილმა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა – ქართველმა 16 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 3 მოხსნა მიითვალა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა.
ხატიაშვილი 2023 წლიდან ესპანურ „ბასკონიაში“ ირიცხებოდა. ახალგაზრდა მოთამაშეს საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2025 წლის თებერვალში, სერბეთის წინააღმდეგ ჰქონდა.