ნიკ კალატესი საბერძნეთის ნაკრებს საქართველოსთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT

17:10, 23.11.2026

საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრებს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსა და ესპანეთის წინააღმდეგ ნიკ კალატესი ვერ დაეხმარება, – ინფორმაციას Eurohoops-ი ავრცელებს.

36 წლის გამოცდილი გამთამაშებელი ტრავმის გამო ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვასილის სპანულისის განკარგულებაში ვერ იქნება.

კალატესმა ტრავმა საბერძნეთის ჩემპიონატში პაოკი-სა და „არისის“ შეხვედრისას მიიღო, რომელიც მისმა გუნდმა 99:77 მოიგო. კალატესს ტერფის არეში მწვავე ტკივილი აღენიშნება და, წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით 10 დღით უქმობა მოუწევს.

საქართველოს ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთს 26 ნოემბერს, ათენში, OAKA-ს დარბაზში დაუპირისპირდება. ბერძნები მომდევნო შეხვედრას 29 ნოემბერს ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

მსგავსი