საქართველოს საინვესტიციო გარემოს ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის სამთავრობო დელეგაცია ეცნობა
საქართველოს საინვესტიციო გარემოს ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის სამთავრობო დელეგაცია ეცნობა

საქართველოს საინვესტიციო გარემოს ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის სამთავრობო დელეგაცია ეცნობა. დელეგაციას, რომელსაც ბასკეთის მთავრობის საგარეო ურთიერთობათა გენერალური მდივანი ანჯელა ელორზა ხელმძღვანელობს, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორი დავით საგანელიძე შეხვდა.

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, დელეგაციას დელეგაციის შემადგენლობაში ბასკეთის ვაჭრობისა და ინვესტიციების კომპანიის, ასევე, კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ბასკეთის ბიზნესანალიტიკოსები შედიან.

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დელეგაციას ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და საქართველოს საინვესტიციო უპირატესობები, ასევე მიმდინარე და განხორციელებული პროექტები გააცნო. საგანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველო ინვესტორებისთვის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ბაზრებთან არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების გამო განსაკუთრებით საინტერესოა. ფონდის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბის მნიშვნელობას.

სამთავრობო დელეგაციამ საქართველოს ბიზნესკლიმატისა და საინვესტიციო პოტენციალის გასაცნობად ბასკეთის ბიზნესდელეგაციის ვიზიტის მომზადებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.