საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ტურისტული კომპანია, რომელსაც სტამბოლიდან საქართველოში მოქალაქეების გადმოყვანის უფლება აქვს, შესაბამის ნებართვას ხვალ მიიღებს
საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ტურისტული კომპანია, რომელსაც სტამბოლიდან საქართველოში მოქალაქეების გადმოყვანის უფლება აქვს, შესაბამის ნებართვას ხვალ მიიღებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ტურისტული კომპანია, რომელსაც სტამბოლიდან საქართველოში მოქალაქეების გადმოყვანის უფლება აქვს, შესაბამის ნებართვას ხვალ მიიღებს.

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტამბოლიდან საქართველოში მოქალაქეები რამდენიმე ავტობუსით აპირებდნენ გამომგზავრებას, თუმცა თურქულმა მხარემ მათ გადადგილების უფლება არ მისცა.

საქართველოს პირველი არხი საქართველოს საგარეო უწყებას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ თურქეთში შიდა გადაადგილების შეზღუდვის გამო, სტამბოლიდან საქართველოში მოქალაქეების გადმოყვანის უფლება მინიჭებული აქვს ერთ ტურისტულ კომპანიას, რომელიც ნებართვას ხვალ აიღებს და მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში საქართველოში გამომგზავრების საშუალება ექნებათ.

„საკონსულო სამსახურის ჰქონდა კომუნიკაცია მოქალაქეებთან. თურქეთში, როგორც ცნობილია, შეზღუდულია შიდა გადაადგილება, და სატრანსპორტო საშუალებას ესაჭიროება ყოველ ჯერზე შესაბამისი ნებართვის აღება. სტამბოლიდან საქართველოში მოქალაქეების გადმოყვანის უფლება მინიჭებული აქვს ერთ ტურისტულ კომპანიას, რომელსაც ამჯერად არ ჰქონდა აღებული გადაადგილების ერთჯერადი ნებართვა, შესაბამისად არ მიეცა გადაადგილების საშუალება. აღნიშნულ ნებართვას კომპანია აიღებს ხვალ და მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში ექნებათ გამომგზავრების საშუალება“,- განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყებაში.