საქართველოს საგარეო უწყება - ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით, მათი იძულებითი დაკავება სრულიად მიუღებელია
საქართველოს საგარეო უწყება - ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით, მათი იძულებითი დაკავება სრულიად მიუღებელია

ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით, მათი იძულებითი დაკავება სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ბელარუსში ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დაშვებას უკავშირდება.

„ჩვენ მივესალმებით „რაინეარის“ რეისის უსაფრთხო დაშვებას თავდაპირველი დანიშნულების ადგილზე – ვილნიუსში და მოხარული ვართ ბორტზე მყოფ ხალხთან დაკავშირებით. ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით. მათი იძულებითი დაკავება სრულიად მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაინეარის“ თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, ის ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა. ორსაათიანი შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა და საჰაერო ხომალდი ვილნიუსში გაფრინდა.