საქართველოს საგარეო უწყება - ვიზიარებთ თურქი ხალხის, განსაკუთრებით დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას
საქართველოს საგარეო უწყება - ვიზიარებთ თურქი ხალხის, განსაკუთრებით დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ნათქვამია დიპლომატიური უწყების მიკრობლოგ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

„გვსურს, გამოვხატოთ დიდი თანაგრძნობა და მწუხარება თურქეთში მომხდარ ტრაგიკულ მიწისძვრასთან დაკავშირებით. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ჩვენს ახლო მოკავშირესა და მეგობარს. ვიზიარებთ თურქი ხალხის, განსაკუთრებით დაღუპულების ოჯახების მწუხარებასა და ყველა დაშავებულს კი, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა 24 იანვარს, საღამოს საათებში მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდა იყო, რასაც ათეულობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. თურქეთის ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაინგრა 30 სახლი, დაზიანდა ათობით შენობა. ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვმა 20-ს მიაღწია. დაშავებულია ასობით ადამიანი.