საქართველოს საგარეო უწყება სომხეთს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 102 წლისთავს ულოცავს
საქართველოს საგარეო უწყება სომხეთს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 102 წლისთავს ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის მოსახლეობას პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 102 წლისთავს ულოცავს. შესაბამის განცხადებას საგარეო უწყება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

„გულწრფელად ვულოცავთ სომხეთის მთელ მოსახლეობას 1918 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების წლისთავს. ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს საქართველო უსურვებს კეთილდღეობასა და წარმატებას ჩვენს კარგ მეზობელ ქვეყანას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მილოცვაში.