საქართველოს საგარეო უწყება – საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო რეფერენდუმს, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობები მიუღებელია
საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო რეფერენდუმს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
„საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო რეფერენდუმს. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
🇬🇪 condemns the illegal referenda staged by 🇷🇺 in the occupied territories of 🇺🇦. These attempts for annexation of Ukraine’s territories are unacceptable. Georgia firmly supports Ukraine’s sovereignty and territorial integrity.@MFA_Ukraine
— MFA of Georgia (@MFAgovge) September 28, 2022