საქართველოს საგარეო უწყება - ოკუპირებულ ცხინვალში არსებული ვითარება არის ოკუპაციის მძიმე შედეგი, რასაც მუდმივად აცხადებს და დეკლარირებს ქართული მხარე
საქართველოს საგარეო უწყება - ოკუპირებულ ცხინვალში არსებული ვითარება არის ოკუპაციის მძიმე შედეგი, რასაც მუდმივად აცხადებს და დეკლარირებს ქართული მხარე

შემაშფოთებელია ის მძიმე ჰუმანიტარული სურათი, რაც ამჟამად ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, – საქართველოს საგარეო საქმეთა პრესსკიპერმა, მარი ნარჩემაშვილმა ოკუპირებულ ცხინვალში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი თავისთავად არის ოკუპაციის მძიმე შედეგი, რასაც მუდმივად აცხადებს და დეკლარირებს ქართული მხარე.

„მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტები დაფიქსირდა, აქტიურად ვმუშაობთ, რათა მოხდეს მათი გათავისუფლება სამივე შემთხვევაში, რომელიც ცნობილია საზოგადოებისთვის.

ჩვენი ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოგადად, ადგილზე შექმნილ ვითარებას რაც შეეხება, ბუნებრივია, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ის მძიმე ჰუმანიტარული სურათი, რაც არის ამჟამად ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რისი გამოხატულებაც არის ის ინციდენტი და ადგილზე ვითარება. ეს ყველაფერი თავისთავად არის ოკუპაციის მძიმე შედეგი, რასაც მუდმივად აცხადებს და დეკლარირებს ქართული მხარე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით და მათი მაქსიმალური ჩართულობით მიეცეს ადგილზე მყოფ მოსახლეობას უსაფრთხო და მშვიდობიანი ცხოვრების საშუალება“, – განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.

დატოვე კომენტარი