საქართველოს საგარეო უწყება – მწუხარებას გამოვთქვამთ ნეპალსა და ჩინეთში დამანგრეველი წყალდიდობის გამო, სამძიმარს ვუცხადებთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა და დაზარალებულ ყველა ადამიანს

16:55, 27.08.2026

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი წყალდიდობის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, მწუხარებას გამოთქვამს.

ამის შესახებ საგარეო უწყების მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებულ პოსტშია აღნიშნული.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ნეპალსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა და ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და სოლიდარობას ვუცხადებთ მიმდინარე სამაშველო ოპერაციებს, ყველას, ვინც დაუღალავად მუშაობს დაზარალებულთა დასახმარებლად“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

ნეპალის ოფიციალური წარმომადგენლების მონაცემებით, წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 360-ს მიაღწია, ასობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

მსგავსი