საქართველოს საგარეო უწყება მთიან ყარაბაღში გამართულ ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს
საქართველოს საგარეო უწყება მთიან ყარაბაღში გამართულ ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მთიან ყარაბაღში გამართულ ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს, – ამის შესახებ საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ გამოხატავს თავის მხარდაჭერას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ ცნობს ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც გაიმართა მთიან ყარაბაღში 2020 წლის 31 მარტს.

საქართველო მხარს უჭერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრას საერთაშორისოდ აღიარებული სამართლის ნორმებისა და პრინციპების გათვალისწინებით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.