საქართველოს საგარეო უწყება – მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველას, ვინც ომის დანაშაულში მონაწილეობდა
ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას, რომელიც მიმართულია უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველას, ვინც ამ ომის დანაშაულში მონაწილეობდა.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას, რომელიც მიმართულია უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ განადგურებული ვართ სასტიკი ბოროტმოქმედების სცენებით. ყველას, ვინც ამ ომის დანაშაულში მონაწილეობდა, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.
We strongly condemn the #BuchaMassacre & inhumanity directed against innocent civilians. We are devastated by the scenes of brutal atrocities. All those involved in these war crimes must bear responsibility! Our heartfelt condolences to Ukrainian people. We #StandWithUkraine 🇺🇦
— MFA of Georgia (@MFAgovge) April 3, 2022