საქართველოს საგარეო უწყება ალბანეთს დამანგრეველი მიწისძვრის გამო უსამძიმრებს

19:35, 26.11.2019

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ალბანეთს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო უსამძიმრებს. განცხადება საგარეო უწყებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.

„ვუსამძიმრებთ ალბანეთში გამანადგურებელი მიწისძვრის მსხვერპლთა ყველა ოჯახის წევრს. ჩვენი ფიქრები ალბანელ ხალხთანაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ალბანეთში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 16 ადამიანი.

მსგავსი