საქართველოს საგარეო უწყება 9 აპრილთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლებს
საქართველოს საგარეო უწყება 9 აპრილთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს უმასპინძლებს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დიპლომატიურ კორპუსს ისტორიული მოვლენების პრეზენტაციას გააცნობენ. 1989 წლის 9 აპრილის ქრონიკებს გაიხსენებს და შეაფასებს სტრატეგიული გამოკვლევების ცენტრის დირექტორი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი მენაღარიშვილი.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ამსახველი საარქივო მასალების ფოტოგამოფენა. სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ​

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.