საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ

ირანში, თეირანის აეროპორტთან ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ბორტზე მყოფი 170 ადამიანი. ავიაკატასტროფის მიზეზის წინასწარ ვერსიად თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.