საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ხვდებიან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ხვდებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, მარიუშ პიეტრ ჟაკს ხვდებიან.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგარეო უწყებაში განუცხადეს, სამინისტროში პოლონეთის ელჩი იყო დაბარებული, თუმცა მარიუშ მაშკიევიჩი ამჟამად პოლონეთში იმყოფება.

დიპლომატს საგარეო უწყებაში შესვლამდე  მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლებს კითხვები ექნებათ პოლონელი ექიმის საკითხზე, რომელიც, სავარაუდოდ, კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის მალულად გატანას ცდილობდა.

პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ქაღალდში გადაახვია და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.