საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხ ქვეყანაში ახალი ელჩების კანდიდატურები წარადგინა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხ ქვეყანაში ახალი ელჩების კანდიდატურები წარადგინა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის რესპუბლიკაში, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების კანდიდატურები წარადგინა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურა წარდგენილია ასევე ავსტრიის რესპუბლიკაში და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქალაქ ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

„ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქალაქ ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე წარდგენილია დავით დონდუას კანდიდატურა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების თანამდებობაზე თურქეთის რესპუბლიკაში წარდგენილია: გიორგი ჯანჯაღავა, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკი, ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე.

აღნიშნული კანდიდატურების საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისთვის წარდგენის თაობაზე მთავრობის განკარგულებას ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. 5 ოქტომბერს ელჩების კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.