საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები რჩებიან ადგილზე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები რჩებიან ადგილზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები ადგილზე რჩებიან.  ამასთან, სამინისტრო რეკომენდაციით მიმართავს უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს, სურვილის შემთხვევაში, კიევიდან ოჯახის წევრები გამოიყვანონ.

„უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები რჩებიან ადგილზე. ქართველ დიპლომატებს მხოლოდ რეკომენდაცია მიეცათ, სურვილის შემთხვევაში, ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ“, – აღნიშნეს უწყებაში.

შეგახსენებთ, რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა გუშინ აღიარა, რის შემდეგაც აღნიშნულ რეგიონებში მშვიდობის შენარჩუნების უზრუნველყოფა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა.