საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს

15:44, 24.07.2018

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„თანავუგრძნობთ ბერძენს ხალხს და მთავრობას, რომლებიც ახლა ხანძარს მამაცურად უმკლავდებიან“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებაში, რომელიც მიკრობლოგ Twitter-ზე გამოქვეყნდა.

საბერძნეთში ტყის ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან.

საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ოჯახი ვერ პოულობდა, გადარჩენილია და უსაფრთხო ადგილას იმყოფება, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა, ასობით ადამიანი დაშავებულია. საქართველოს საელჩო ათენში საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება ცხელ ხაზზე, სატელეფონო ნომერზე +306995779793 შეუძლიათ.

მსგავსი