საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქალაქ გაზიანთიფში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო თურქეთის ხელისუფლებასა და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში, ქალაქ გაზიანთიფში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო თურქეთის ხელისუფლებას და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას. საქართველო თურქეთის გვერდით დგას ამ მწუხარების დროს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქალაქ გაზიანთიფში ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 16 ადამიანი, მათ შორის სამი მედიკოსია, ორი ჟურნალისტი, სამი მეხანძრე და რვა მგზავრი.
It was with great sadness that we learned of the loss of lives as a result of the horrible accident in Turkiye. Our heartfelt condolences go out to the families & friends of the deceased. We wish swift recovery to all injured. 🇬🇪stands with you in this time of grief. @MFATurkiye
— MFA of Georgia (@MFAgovge) August 20, 2022