საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ერაყელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ერაყელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ერაყის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე, ნაზარ ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალას შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართული მხარე მიესალმა ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტს საქართველოში და აღნიშნა, რომ ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტები ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

შეხვედრაზე მხარეებმა  ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები  და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების, ასევე სამართლებრივი ბაზის განმტკიცების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს კავკასიის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ მსოფლიო უსაფრთხოების გარემოზე.

ერაყულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ერაყის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დატოვე კომენტარი