საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეგვიპტელ კოლეგას შეხვდა

01:20, 25.09.2026

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ეგვიპტელი ექსპატრიატების მინისტრთან, ბადრ აბდელატისთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ეგვიპტეს შორის არსებული ურთიერთობები და ყურადღება გაამახვილეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე.

„მინისტრებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობები.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე პროცესებს.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააღრმაონ თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი