საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

22:24, 21.09.2026

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

„ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც შავი ზღვის ქვეყნების, თანამშრომლობის გაღრმავებაზე არამხოლოდ უსაფრთხოების, არამედ სავაჭრო-ეკონომიკური, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და ენერგეტიკის მიმართულებით.

მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირთან ურთიერთობები და ამ პროცესში მხარდაჭერის მნიშვნელობა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი