საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში ყველაზე ძვირად ღირებული გუნდია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ჯამური შეფასება Transfermarkt-ის მონაცემების განახლების შემდეგ გაიზარდა და იგი ერთა ლიგის ჯგუფში ყველაზე ძვირად ღირებული ეროვნული გუნდი გახდა.
სეზონის დასრულების შემდეგ „ჯვაროსნების“ რამდენიმე ლიდერის ფასმა მოიმატა, თუმცა ყველაზე მეტად, რეკორდულად გაიზარდა ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება – 90 მილიონის ნაცვლად, ის ახლა უკვე 140 მილიონ ევროს შეადგენს.
მთლიანობაში, საქართველოს ნაკრების ღირებულებამ 260 მილიონ ევროს მიაღწია, რითაც გუნდი ყველაზე ძვირად ღირებულ ნაკრებთა რეიტინგში 25-ე ადგილზეა. მან 13 მილიონით გადაასწრო უკრაინას, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს უძვირფასეს ნაკრებებს შორის შედიოდა.
ერთა ლიგის B2 ჯგუფის ნაკრებების შეფასება და რეიტინგი:
26. საქართველო – 260.00 მლნ ევრო
28. უკრაინა – 247.00 მლნ ევრო
33. უნგრეთი – 209.20 მლნ ევრო
55. ჩრდილოეთ ირლანდია – 79.90 მლნ ევრო