ერთა ლიგის კალენდარი ცნობილია - საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჯგუფურ ეტაპს ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო მატჩით იწყებს #1TVSPORT
ერთა ლიგის კალენდარი ცნობილია - საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჯგუფურ ეტაპს ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო მატჩით იწყებს #1TVSPORT

12 თებერვალს გაიმართა ერთა ლიგის 2026-27 წლების გათამაშების წილისყრა. დღეს კი დადგინდა ტურნირის კალენდარი. საქართველოს ნაკრები პირველ ორ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიასა და უკრაინასთან შინ გამართავს.

წილისყრით საქართველოს ნაკრები B ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები უნგრეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია იქნებიან.

კალენდარი საკმაოდ კარგია, რადგან ვილი სანიოლის გუნდი პირველ ორ მატჩს შინ ჩაატარებს და ჩრდილოეთ ირლანდიას და უკრაინას უმასპინძლებს.

ერთა ლიგა 2026/27 | მატჩების კალენდარი

25 სექტემბერი

საქართველო – ჩრდილოეთ ირლანდია

28 სექტემბერი

საქართველო – უკრაინა

2 ოქტომბერი

უნგრეთი – საქართველო

5 ოქტომბერი

ჩრდილოეთ ირლანდია – საქართველო

14 ნოემბერი

საქართველო – უნგრეთი

17 ნოემბერი

უკრაინა – საქართველო

ჯგუფის გამარჯვებულები ერთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის A ლიგაში დაწინაურდებიან, ხოლო მეორეადგილოსნები A ლიგის მესამეადგილოსნებთან პლეიოფში იასპარეზებენ. მეოთხე ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან, მესამეადგილოსნები კი C ლიგის მეორეადგილოსნებთან პლეიოფში ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებენ.