საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 28 თებერვალს დაიწყება #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 28 თებერვალს დაიწყება #1TVSPORT

საქართველოს 37-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ახალი სეზონი 28 თებერვალს დაიწყება – ინფორმაციას ეროვნული ლიგის ვებგვერდი ავრცელებს.

სეზონი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონის, „იბერიისა“ და „თელავის“ მატჩით გაიხსნება. პირველი ტური სამ დღეზე გადანაწილდა და 2 მარტს დასრულდება. ეროვნული ლიგა 2-ში კი სეზონი 2-7 მარტს დაიწყება.

ეროვნული ლიგის დებიუტანტი საგარეჯოს „გარეჯი“ იქნება, ხოლო ლიგა 2-ს „გონიო“, ტყიბულის „მეშახტე“, მარტვილის „მერანი“ და „იბერია 2“ შეურთდებიან.

ეროვნული ლიგა, პირველი ტური:

28 თებერვალი

თბილისი. „მიხეილ მესხი“

20:00 | „იბერია“ – „თელავი“

1 მარტი

წყალტუბო. საფეხბურთო ცენტრი.

15:00 | „სამგურალი“ – „კოლხეთი“ (ფოთი) 

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“

19:00 | „ტორპედო“ – „გაგრა“

2 მარტი

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“

18:00 | „დილა“ – „გარეჯი“

ბათუმი, „ბათუმი არენა“.

20:00 | „დინამო“ (ბათუმი) – „დინამო“ (თბილისი)