საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა
საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით -23.5 მლრდ აშშ დოლარი (-63.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (ბოლო ოთხი კვარტალის) -145.0 პროცენტია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 233.9 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.

ამასთან, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 9.9 მლრდ აშშ დოლარია (26.7 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 37.5 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 33.4 მლრდ აშშ დოლარი (89.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 271.4 მლნ აშშ დოლარით მეტია.