საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულები არ არიან
საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულები არ არიან

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში, კალაბრიის რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულები არ არიან, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საქართველოს საკონსულო მოუწოდებს კალაბრიის რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე: +39 333 8879123

იტალიაში, კალაბრიის რეგიონში 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულების ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.