საქართველოს საელჩო იტალიაში, მალტასა და სან-მარინოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საელჩო იტალიაში, მალტასა და სან-მარინოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო იტალიაში, იტალიის, მალტის რესპუბლიკასა და სან-მარინოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

„მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთ შეზღუდვის მიხედვით, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა უქმე/დასვენების დღეებად. ხსენებული გადაწყვეტილება ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე.

შესაბამისად იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური უქმე/დასვენების დღეებში მოქალაქეთა მომსახურებას განახორციელებს მხოლოდ გადაუდებელი/ფორსმაჟორული სიტუაციების დროს.

კერძოდ, შემდეგ შემთხვევებში: ბუნებრივი კატასტროფა; ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც საფრთხე ექმნება ან შეექმნა მოქალაქეთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; საქართველოს მოქალაქის დაბადება (დაბადების სააქტო ჩანაწერის რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა); საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება/გადმოსვენება;  სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვა (საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა); საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.