საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ისრაელის მთავრობამ 6 ივლისს ახალი შეზღუდვები დაამტკიცა.

საელჩო მოქალაქეებს მიმართავს, გაითვალისწინონ, რომ დაიხურა სადღესასწაულო დარბაზები, ბარები, ღამის კლუბები, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები და საკონცერტო დარბაზები.

რესტორნებში დამსწრეთა რაოდენობა 20-მდე შეიზღუდა, ხოლო ღია და დახურულ სივრცეში ნებადართული ზღვარი 30 ადამიანს შეადგენს.