საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, მგზავრები ვალდებული არიან, ისრაელში ჩასვლამდე ან ქვეყნის დატოვებამდე ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმა სულ მცირე 24 საათით ადრე შეავსონ.

„ისრაელში არსებული რეგულაციით, მგზავრი, რომელიც ჩამოდის ან მიემგზავრება ისარელიდან, ვალდებულია, გაფრენამდე სულ მცირე 24 საათით ადრე შეავსოს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმა”, – ნათქვამია განცხადებაში.